თეგებით ძიება

ქუთაისში, ფსიქიკური პრობლემები მქონე ქალი გარდაცვლილ დედას 5 დღე მალავდა

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში  გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებითა და ნიღბებით მოუწიათ. სავარაუდოდ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს,  ეს ფაქტი დამალა, მეზობლებს კი უთხრა რომ დედა სოფელში იყო წასული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნობოდა.

დედის გაუჩინარება საეჭვო მეორე შვილისთვის გახდა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს. ის ბინაში მივიდა, თუმცა დამ კარი არ გაუღო, ამის შემდეგ კი 112-ს შეატყობინა.

"მოვიდა მისი გოგო, კარები იყო დაკეტილი და მეორე ვინც შიგნით იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღარ გაუღო კარი, გამოიძახა ამ დამ მაშველები და პოლიცია. მოვიდნენ და ნახეს ეს ადამიანი საკუჭნაოში შეკუჭული. რა მოხდა არაფერი ვიცი. 5 დღეა არ მინახავს... სოფელშია წასულიო, გუშინ საღამოს ვნახე და ვკითხე" [შვილს] - ამბობს მეზობელი.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხარებავას ქუჩაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. გარდაცვლილი პენსიონერი კი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი, რა გახდა ქალის სიკვდილის მიზეზი. 

წყაო: მთავარი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა