თეგებით ძიება

სამარშრუტო ტაქსის ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 19 სირიელი მიგრანტი გადაჰყავდა - რა მოხდა პოლონეთში?

პოლონეთში 22 წლის ქართველი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელსაც 19 სირიელი გერმანიაში უკანონოდ გადაჰყავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში ეროვნული შემოსავლების ადმინისტრაციის პატრულმა ოლსოვას მაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსის შემოწმებისას, ემიგრანტების კიდევ ერთი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებიც სლოვაკეთიდან გერმანიაში უკანონოდ მიგრაციას გეგმავდნენ.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ავტობუსის მგზავრებს ჰქონდათ სლოვაკეთში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ პოლონეთში შესვლის უფლების დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონიათ.

სამარშრუტო ტაქსის ქართველ მძღოლს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზების დახმარებაში ედება. ამ ქმედებისთვის მას 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქართველს წინასწარ პატიმრობა შეუფარდეს. ის დანაშაულს არ აღიარებს.

სირიელებს კი ბრალი თაღლითობის გამოყენებით საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენეს. მიგრანტებმა ბრალი აღიარეს. მათ 6 თვიანი პატიმრობა, ორწლიანი პირობითი პატიმრობით შეეცვალა. ყველა მათგანი ასევე ვალდებულია დაუყოვნებლივ დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც დარჩენა კანონიერად შეეძლებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა