„მშვიდად ვგრძნობ თავს, რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“ - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს
„ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას“ - შოვის სტიქიის დროს გადაარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:
„გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ შემს და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო შემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა არსებობს ვიდეო კადრები... ძალიან კარგად და მშსვიდად ვგრძნობ მე თავს რადგან ვარ ყველანაორად მართალი... ველოდები თქვენს ზარს“ - წერს დავით ჯელაძე.