თეგებით ძიება

ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს იქნება უარი - ირაკლი კობახიძე

ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის ცნობილი განცხადების შესახებ აღნიშნა. 

„პირადად ჩემთვის, ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ შეიძლება, იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც. მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული. ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი .კობახიძე,.

ცნობისთვის, იენსენმა განაცხადა: „ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, თუმცა მოგვიანებით, საკუთარი სიტყვების გამო ბოდიში მოიიხადა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა