თეგებით ძიება

"ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდა“ - პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, 27 წლის კაცის კვალზე პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრა. 

პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულს უცხო პირთა საკრედიტო ბარათები და რეკვიზიტები აღმოაჩნდა. ასევე დაკავებულია 26 წლის კაცი, რომელსაც აგრეთვე თან ჰქონდა უცხო პირთა საკრედიტო ბარათების მონაცემები. 

დაზარალებულის თქმით, ის თაღლითობის მსხვერპლი აუქციონის პორტალზე შესვლის შემდეგ გახდა. 

„ის თაღლითების მიერ გაგზავნილ ლინკზე გადავიდა, რის შედეგადაც, თაღლითებმა მის ანგარიშებზე დისტანციური წვდომა მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზარალებულის თქმით, ამის შემდეგ მას ანგარიშიდან 1000 ზლოტი ჩამოეჭრა, რაც 600 ლარზე მეტია. 

გამოძიება მალევე გავიდა 27 წლის ქართველის კვალზე. 

როგორც ოტვოკის პოლიციის სერჟანტი პატრიკ დომარეცკი აცხადებს, თაღლითობის მსგავს შემთხვევებთან ხშირად აქვთ შეხება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა