რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი
30 აგვისტოს ღამით კიევზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
თავდასხმა მოხდა კიევის შევჩენკოვსკის რაიონში. ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე და არასაცხოვრებელ კორპუსებში დაეცა. დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა დარნიცკიში - მაღაზიის სახურავზე.
დრონებით თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.