თეგებით ძიება

რატომ უნდა მიირთვათ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი?

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას. მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება.

კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის - ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან.

ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ ბ12-ის სინთეზი, ასევე - საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ნაწლავებში ბოჭავს.

ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი.

ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის.

ჭარხალი შეიცავს ბეტაინს, რომელიც აუცმჯობესებს ცილის ათვისებას, ღვიძლის მუშაობას.

ჭარხალი შეიცავს უხვი რაოდენობით ხსნად ბოჭკოებს. ამასთან ერთად ბეტასია, რომელიც ჭარხლის შემადგენლობაშია, ხელს უშლის მავნე ქოლესტერინის დაჟანგვას და

სისხლძარღვთა კედლებზე დაგროვებას.

ჭარხალი ნაღველკენჭოვანი დაავადებისას ერთ–ერთი ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა – თუ სისტემატურად დალევთ მის წვენს (სულერთია, მოხარშულისა თუ უმის), ნაღველსა და მის სადინარებში კენჭებს დაიშლით. სცადეთ, იქნებ თავიდან აიცილოთ ქირურგიული ოპერაცია.

გახსოვდეთ, სასარგებლოა არა მარტო ჭარხლის ძირხვენა, არამედ მისი ფოთლებიც, რომლებიც მდიდარია ქიმიური შემადგენლობით, ცილებით. ფოთლებში მინალური ნივთიერებები 2–3–ჯერ მეტია, ვიდრე ბოლქვში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა