თეგებით ძიება

სომხეთმა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება

სომხეთმა უკრაინას, ომის დაწყებიდან პირველად, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

ამის შესახებ რადიო Azatutyun წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებასა და რა რაოდენობაზეა საუბარი.

მაუწყებლის თანამოსაუბრეების თქმით, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ერევანი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის მთავრობაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ადრე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა