შენმა გულმა ვერ გაუძლო ყველაზე და ყველაფერზე დარდს! - სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა
სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ზაზა ჩუბინიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ გარდაცვლილის დედა, თამარ ლამპარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ჩემი უფროსი შვილია! ზაზა ჩუბინიძე. ჩემი დარდი და ჩემი ტკივილი, ჩემი სიხარული და ჩემი სიყვარულია! შენმა გულმა ვერ გაუძლო ყველაზე და ყველაფერზე დარდს! (23 აგვისტო) შენი ძმა თენგო ძალიან ნერვიულობს შენს გამო, შვილო. ------ მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ჩემი სულიერი ტკივილი!“ - წერს თამარ ლამპარაძე.