"დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ - მოქალაქე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს
გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ. როგორც სოციალურ ქსელში კატო მახარაშვილი წერს, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი.
„გურიაში, სოფელ მამათში გვჭირდება დახმარება. თუ ვინმეს გაქვთ ე.წ. ორხიდიანი მანქანის საკონტაქტო, გთხოვთ მომწეროთ.
ან თუ ვინმე ხართ ადგილზე მანდ და იცით რეალურად როგორი მდგომარეობაა. შეძლებს ორხიდიანი მანქანა გადასვლას? 571 15 28 28“ – წერს კატო მახარაშვილი.