თეგებით ძიება

რა გვეშველება... წვიმა გრძელდება - რას ამბობენ სუფსაში მცხოვრებლები?

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა არის საჭირო.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. შეძლებისდაგვარად, სამაშველო სამსახური მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. გამოგვყავს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად.

ადგილობრივებიც გვეხმარებიან, ნავებით გამოჰყავთ ხალხი. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ. წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო”, - განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა სოფელ სუფსაში დავით გუმბარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა