თეგებით ძიება

აქ არის სახლის ნარჩენები... აქ იყო ადამიანი მოყოლილი და მაშველებმა იპოვეს - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება სტიქიის ზონიდან?

„სტიქიის ზონის ერთი-ერთი კრიტიკული წერტილი არის ჯუმათი და სილაური, ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც გურიიდან სტიქიიდან ავრცელებს.

“სტიქიის ზონის ერთი-ერთი კრიტიკული წერტილი არის ჯუმათი და სილაური, ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ახლა კადრში გაჩვენებთ, ადგილს სამუშაოების დასრულების შემდეგ. ეს არის სახლის ნარჩენები, რომელიც მიწის მასამ და ღვარცოფმა ჩამოიტანა და პირველადი ინფორმაციით, აქ იყო ერთი ადამიანი დამარხული, ამ ნანგრევებში, მიწის ქვეშ იყო მოყოლილი. სამაშველო სამსახურმა შეძლო მისი პოვნა”,- აცხადებს თალაკვაძე.

გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა