თეგებით ძიება

ვინ იყო ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც ამერიკულ საჰაერო ტექნიკას დაუდო სათავე

ალექსანდრე ქართველიშვილი საქართველოში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომამდე საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა, სადაც საავიაციო ინჟინერია ისწავლა. ომის დამთავრების შემდეგ ის ამერიკაში გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. ამერიკაში ტრაგიკული პირადი ცხოვრების მიუხედავად, პროფესიულად უდიდეს წარმატებებს მიაღწია.

1927 წელს ცნობილმა ამერიკელმა მულტიმილიონერმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ-იორკში. 1928 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში „Fokker American Company“. 1931 წელს იგი შეხვდა საავიაციო საქმის მეორე ცნობილ ინჟინერს ალექსანდრე სევერსკის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და იყო იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი კორპორაციის „Seversky Aircraft Corporation“ პრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი. 1939 წელს მას შეეცვალა სახელი და ეწოდა „Republic Aviation Company“. ქართველიშვილი იყო ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

ქართველიშვილმა და სევერსკიმ ერთად შექმნეს რამდენიმე თვითმფრინავი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა შექმნა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები როგორიც არის F-84 Thunderjet, Republic F-105 და Republic F-84.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

როგორც ალქსანდრე ქართველიშვილის (ქართველი)  ასოციაციის დამფუძნებელი რიჩარდ რუბინსი ამბობს, მან თვითმფრინავების შექმნა ხის თვითმფრინავებით დაიწყო, შემდეგ გადავიდა ლითონზე და საბოლოო ჯამში, ზებგერითი თვითმფრინავების დიზაინი გააკეთა. მის თავდაპირველ თვითმფრინავებს პროპელერები ჰქონდა, ბოლო მოდელები კი რეაქტიული ზებგერითი ძრავები იყო. მან ისეთი ხომალდიც შეიმუშავა, რომელსაც ატმოსფეროდან გასვლა და უკან დაბრუნება შეეძლო. ქართველის ზოგიერთი თვითმფრინავი ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ დღესაც გამოიყენება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა