სუპერმარკეტის ქვეშ "უნიკალური" რომაული ტაძარი აღმოაჩინეს
სარსინა იტალიის რეგიონის, ემილია რომანას, უსიცოცხლო ქალაქია [მოსახლეობა 3000]. ის აპენინის მთებზე მდებარეობს და გარშემორტყმულია განსაცვიფრებელი ხედებით.
მიუხედავად იმისა, რომ სარსინას, როგორც რომის იმპერიის სტრატეგიულ თავდაცვით ფორპოსტს და ცნობილი დრამატურგის პლაუტუსის დაბადების ადგილს, დიდი წარსული აქვს, დღეს აქ ლაშქრობისა და ფრინველებზე დაკვირვების გარდა ბევრი არაფერია საინტერესო. ადგილობრივები და დამსვენებლები თანხმდებიან, რომ სარსინას მდორე ცხოვრების წესი მისი ხიბლის ნაწილია, თუმცა მისი მოსახლეობა მაინც აღფრთოვანებული ელოდა აქ ახალი სუპერმარკეტის, ფიტნეს ცენტრის და სათამაშო მოედნის მშენებლობას.
2022 წლის დეკემბერში, მუშებმა ქალაქის გარეუბანში მიმდინარე სამშენებლო სამუშაობისას ძველი რომაული ტაძრის - "კაპიტოლიუმის" ნანგრევები აღმოაჩინეს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით.
ივლისის დასაწყისში, მიწისქვეშა საგანძური პირველად გამოჩნდა - ჰორიზონტალური ქვიშაქვის ბლოკებისა და მარმარილოს ფილებისგან აგებული 577 კვ. მ. სიგანის შთამბეჭდავი კონსტრუქცია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს იყო პოდიუმი უძველესი ტაძრის სვეტებითა და კედლებით.
„სამი ცალკეული ოთახი აღმოვაჩინეთ, რომლებიც, სავარაუდოდ, ღმერთების ტრიადას - იუპიტერის, იუნოსა და მინერვას - ეძღვნება. არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს… და ჩვენ უკვე დავადგინეთ ნანგრევების უფრო ძველი, ღრმა ფენა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. აღ-ის მე-4 საუკუნით, როდესაც ამ მხარეში უმბრიელი ხალხი (რომაელებზე ძველი წარმოშობის იტალიური ტომი) ცხოვრობდა. მთელი ტაძარი შეიძლება იმაზე დიდი იყოს, ვიდრე ახლა ვხედავთ“, - განუცხადა CNN-ს არქეოლოგიური გათხრების ადგილის მთავარმა არქეოლოგმა რომინა პირაგლიამ.
პირაგლიას თქმით, კაპიტოლიუმის (მთავარი ტაძარი მნიშვნელოვან რომაულ ქალაქში და სავაჭრო, ასევე რელიგიური და სოციალური ურთიერთქმედების ცენტრი) აღმოჩენა კიდევ უფრო ადასტურებს სარსინას სტრატეგიულ როლს რომის იმპერიის დროს. ქალაქი აშენდა მთავარ მთიან მხარეში, ტოსკანის საზღვართან ახლოს და გადაჰყურებს მდინარე სავიოს, მნიშვნელოვან წყალსადენს, რომელიც ცენტრალურ და ჩრდილოეთ რომის ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს.
არქეოლოგ ფედერიკა გონზატო რავენას სურს, რომ ქალაქში ნანგრევები შენარჩუნდეს და შემდეგ მისი დიდი წარსული შეისწავლოს.
„ნანგრევებს არ გავაქრობთ იმისთვის, რომ თანამედროვე კონსტრუქციებისთვის ადგილი გავათავისუფლოთ. ტაძარი წარმოუდგენელი აღმოჩენაა, რომელიც ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ აღმოცენდა და დაეცა ძველი რომაული ქალაქები დროთა განმავლობაში. ეს აღმოჩენა განსაკუთრებულია იმით, რომ სარსინას შორეული მდებარეობის წყალობით, ტაძარი უნიკალურად არის გადარჩენილი ათასწლეულების განმავლობაში მტრის შემოსევებისა და ძარცვისგან. ქვების საოცარი ხარისხი დაცულია ტომრებით. სარსინას კაპიტოლიუმის პოდიუმის კონსტრუქცია პრაქტიკულად ხელუხლებელია, მისი შესასვლელი კიბე კარგად არის შემონახული და ეს ძალზე იშვიათი მოვლენაა“, - განაცხადა გონზატომ.
გონზატოს სჯერა, რომ აღმოჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს კვლევას ძველ დროში დემოგრაფიისა და ურბანული გარდაქმნების შესახებ. მისი თქმით, არქეოლოგიურ ადგილზე არსებობს ნიშნები იმისა, რომ შენობა ხელახლა გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეების სამარხებთან და კერებთან უძველესი წყლის სადრენაჟო სისტემა აღმოაჩინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადგილობრივები სავარაუდოდ აქ უბრალოდ ბინადრობდნენ ან ამ ადგილს სხვა სოციალური მიზნებისთვის იყენებდნენ.
წყარო: https://edition.cnn.com/style/ancient-roman-temple-sarsina-supermarket-scn/index.html?fbclid=IwAR2VmFBMag9TSo9U4FPsuAxxSiitTtpxv9gphQDsBrLcR-Rn5LHZ8lcSNTE