თეგებით ძიება

არქეოლოგებმა ესპანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში 100-ზე მეტი უძველესი ნახატი აღმოაჩინეს

ორი წლის წინ, არქეოლოგთა ჯგუფმა ესპანეთის გამოქვაბულ Cova Dones-ის (მილარესში, ვალენსიასთან ახლოს) კედელზე გადაშენებული პირველყოფილი ძროხის ნახატი იპოვა.

ესპანეთში პალეოლითის ხანის გამოქვაბულის მხატვრობის ყველაზე მეტი ნიმუში არსებობს, მათი უმეტესობა კი - კონცენტრირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ხოლო რამდენიმე მათგანი დოკუმენტირებულია აღმოსავლეთ იბერიაში. თუმცა, არქეოლოგებს არ გაუცნობიერებიათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამოქვაბულის მხატვრობის ახლადაღმოჩენილი ნიმუში, სანამ მისი სრულად დოკუმენტირება არ მოახდინეს.  

„როდესაც დავიწყეთ სათანადო სისტემატური კვლევა, მივხვდით, რომ გამოქვაბულის მხატვრობის მთავარ ადგილს მივაკვლიეთ“, - თქვა კვლევის ავტორმა, საუთჰემპტონისა და სარაგოსას უნივერსიტეტის არქეოლოგმა აიტორ რუიზ-რედონდომ. 

გამოქვაბულის შიგნით, არქეოლოგებმა 100-ზე მეტი ნახატი და გრავიურა იპოვეს, რომლებიც, მათი აზრით, სულ მცირე 24 000 წლის წინანდელია. გუნდმა ნახატები პალეოლითის პერიოდს მიაკუთვნეს. ექსპერტებმა ნახატებზე გამოსახული 19 ცხოველის იდენტიფირება შეძლეს, მათ შორისაა ფურირემი, ცხენი, პირველყოფილი ძროხა და ირემი.

შორისაა ფურირემი, ცხენი, პირველყოფილი ძროხა და ირემი.

მკვლევარები თვლიან, რომ მღვიმე პალეოლითის პერიოდის გამოქვაბულის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ოდესმე აღმოჩენილა.

ამ ახალი აღმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ნახატების შექმნის მეთოდია. ზოგიერთი მათგანი კლდეზეა ამოტვიფრული, ხოლო სხვები თიხაზეა შესრულებული და დაჩრდილულია თეთრი მონდმილჩით (ე.წ. მღვიმის რძე - კირქვის ნალექის ტიპი). 

„თიხაზე შესრულებული მხატვრობა პალეოლითის ხანის ხელოვნებაში იშვიათად გამოყენებული ტექნიკაა", - წერენ მკვლევარები. 

მართლაც, ხატვის იშვიათი ტექნიკა რთულად მისაგნები იყო, რადგან წითელი თიხა დროთა განმავლობაში ნაწილობრივ კალციტით დაიფარა. 

ცხოველები და ფიგურები კედლებზე თიხით დაფარული თითებით და ხელისგულებით გამოსახეს. გამოქვაბულის ნესტიან გარემოში „ნახატები“ საკმაოდ ნელა შრება, რაც თიხის ნაწილების სწრაფად ჩამოცვენას ხელს უშლიდა, ხოლო სხვა ნაწილები კალციტის ფენებით დაიფარა და დღემდე შენარჩუნდა. 

არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ნახატების აღმოჩენა, განსაკუთრებით კი მათი შესრულების უნიკალური ტექნიკა, ამ მხარეში გამოქვაბულის მხატვრობის შესწავლაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.  

მოამზადა: ნინო კილაძემ

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/archaeologists-discover-more-than-100-ancient-drawings-in-spanish-cave-180982898/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა