თეგებით ძიება

მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო… - ვინ იყო პოლიტე ხვიჩიას დიდი სიყვარული?

ჩა­სა­ქირ­ქი­ლე­ბე­ლი ხუმ­რო­ბის არ სწამ­და და “ქა­რის სა­ფარ­ფა­ტე­ბელს“ ეძახ­და, სი­ცილ­ზე კი ამ­ბობ­და, სი­ცი­ლი – ეს მა­ლა­მოა. სი­ცი­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ­შვი­დებს ნერ­ვებს, იგი სხე­უ­ლის თი­თო­ე­ულ ნა­წილს მა­გი­უ­რი ძა­ლით იპყრობს და კარ­გი გან­წყო­ბით თა­ვის ნე­ბა­ზე წარ­მარ­თავს; სი­ცი­ლი ადა­მი­ანს შვე­ბას ჰგვრის, უხ­სნის დაღ­ლი­ლო­ბას და, რაც მთა­ვა­რია, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, კარ­გი, ჯან­სა­ღი სი­ცი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტოლ­ფა­სი­აო… სი­ცი­ლის მე­ფეს – დიდ იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას

სი­ცი­ლი და ხუმ­რო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, აი, სი­ცი­ვი­სა კი ეში­ნო­და, თურ­მე. სიკ­ვდი­ლიც იმი­ტომ აკ­რთობ­და, რომ იქ შემ­ცივ­დე­ბა და მარ­ტოს რა მეშ­ვე­ლე­ბა, ზამ­თარ­ში მა­ინც არ მოვ­კვდეო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში და დიდი ნა­თე­ლი, თბი­ლი ღი­მი­ლით ათ­ბობ­და გარ­შე­მო მყო­ფებს, არა­და… სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ერგო – ზამ­თარ­ში და­ი­ბა­და და ზამ­თარ­ში გა­და­ვი­და მა­რა­დი­სო­ბა­ში.

იპო­ლი­ტეს “პრო­ზა“, “პო­ე­ზია“, რი­ცხვი 13 და 13 იპო­ლი­ტე

ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უდი­დე­სი არ­ტის­ტი, კო­მი­კო­სი იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია (ხვი­ჩია) 1910 წლის 31 დე­კემ­ბერს სა­ში­ნელ თო­ვა­ში, სუსხსა და ყინ­ვა­ში, ძვე­ლი და ახა­ლი წლის გა­სა­ყარ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლა, ხონ­თან სამ კი­ლო­მეტრში, სო­ფელ კონ­ტუ­ათ­ში, საყ­ვინ­ჩი­ო­ში, პა­ტა­რა იმე­რულ ჯარ­გვალ­ში (სახ­ლი ახა­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­დათ). იგი ალექ­სან­დრე ყვინ­ჩი­ა­სა და პის­ტი თო­ფუ­რი­ას მე­ექ­ვსე შვი­ლი ყო­ფი­ლა.

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბე­ბით ვი­გებთ, რომ ყვინ­ჩი­ე­ბის ოჯახ­ში დიდი წეს­რი­გი სუ­ფევ­და. ექ­ვსი შვი­ლის მშობ­ლებს – ალექ­სან­დრე­სა და პის­ტის წუ­თით ჩა­მოჯ­დო­მა-ჩა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქო­ნი­ათ – ექვს შვილს ჩაც­მა უნ­დო­და, და­ხურ­ვა, ჭამა, სმა და, რაც მთა­ვა­რია, აღ­ზრდა. უფ­რო­სი და-ძმა მა­გა­ლი­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო უმ­ცრო­სე­ბის­თვის. გა­უ­ტე­ხე­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე პის­ტი სა­ღა­მო­ო­ბით შუ­ა­ცე­ცხლთან შე­მო­იკ­რებ­და, თურ­მე, ექ­ვსი­ვეს – ალექ­სან­დრეს (სა­შას), ევ­გე­ნი­ას (ჟე­ნი­ას), ლუ­ბას, კა­კოს, სერ­გოს (სი­რი­ოს) და იპო­ლი­ტეს (კუ­ში­ეს) და უკი­თხავ­და წიგ­ნებს, ას­წავ­ლი­და ლექ­სებს, აცეკ­ვებ­და და ამ­ღე­რებ­და. სა­შას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და კი­თხვა და წა­კი­თხულს ხმა­მაღ­ლაც იმე­ო­რებ­და, გან­ცდით მისი წა­კი­თხუ­ლი კი ყვე­ლას­თვის გა­დამ­დე­ბი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით – იპო­ლი­ტე-კუ­ში­ეს­თვის. როცა კი დროს მო­ი­ხელ­თებ­და, პა­ტა­რა იპო­ლი­ტე შე­ი­პა­რე­ბო­და, თურ­მე, სა­თო­ნე­ში და ძვე­ლისძვე­ლი კედ­ლის შეყ­ვით­ლე­ბულ სარ­კე­ში იმე­ო­რებ­და სა­შას ქცე­ვებს, მოძ­რა­ო­ბებს, მი­მი­კას, ჟესტს…

­იპოლი­ტე კონ­ტუ­ათ­თან ახ­ლოს, ნა­ხა­ხუ­ლე­ვის სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. უფ­როს­მა ძმებ­მა – სა­შამ და აკა­კიმ კი სკო­ლა­ში დრა­მა­ტუ­ლი წრე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და დრამ­წრის დრა­მა­ტურ­გიც, რე­ჟი­სო­რიც, კომ­პო­ზი­ტო­რიც და მხატ­ვა­რიც საშა ყვინ­ჩია იყო, წარ­მოდ­გე­ნებ­ში კი მთა­ვარ რო­ლებს აკა­კი, საშა, ლუბა და სი­რიო ას­რუ­ლებ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში იპო­ლი­ტეს სცე­ნა არც აინ­ტე­რე­სებ­და. 14 წლი­სა თბი­ლის­ში წა­ვი­და და სწავ­ლა სამ­რეწ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ ტექ­ნი­კუმ­ში გა­აგ­რძე­ლა, შემ­დეგ კი მუ­შა­ობ­და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ინ­სტრუქ­ტო­რად; ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­რუ­ლას აგუ­რის ქარ­ხა­ნა­ში მგეგ­მავ ეკო­ნო­მის­ტად; ხე-ტყეს ჭრი­და ხა­იშ­ში, ლა­ხა­მუ­ლა­ში, ჭუ­ბერ­ში და აცუ­რებ­და ენ­გურ­ზე; მუ­შა­ობ­და სო­ხუმ­ში მე­თუ­ლუხ­ჩედ და პუ­რის მცხო­ბე­ლად… მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ე­ბი­დან არც ერთი აღ­მოჩ­ნდა მისი მო­წო­დე­ბა.

იპო­ლი­ტე შინ დაბ­რუნ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ხონ­ში მუშა-ახალ­გაზ­რდო­ბის თე­ატ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად და რე­ჟის­ო­რად კი საშა ყვინ­ჩია (ვარ­დე­ლის ფსევ­დო­ნი­მით) მი­იწ­ვი­ეს. იპო­ლი­ტე­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­უხ­დე­ნია აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნის, გრი­გოლ კოს­ტა­ვა­სა და ალექ­სან­დრე გო­მე­ლა­უ­რის თა­მაშს. სწო­რედ მა­შინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იგი სცე­ნით და რა­ი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რის პირ­ველ თე­ატ­რა­ლურ აფი­შებ­ზეც პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლა ექ­ვსი­ვე ყვინ­ჩი­ას გვა­რი. თე­ატ­რი ვი­თარ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბიც ემა­ტე­ბოდ­ნენ და რო­დე­საც საშა ყვინ­ჩი­ას მო­რიგ სპექ­ტაკლზე – “ჟანგზე“ და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა, უმ­ცრო­სი ძმის­თვის თე­ატ­რში დარ­ჩე­ნა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, – შენ­გან ნამ­დვი­ლი, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბაო. რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ იპო­ლი­ტე და­თან­ხმე­ბუ­ლა და ახა­ლი სპექ­ტაკ­ლის აფი­შის­თვის მი­უ­წე­რი­ათ: “ბო­რი­სი – იპ. ყვინ­ჩია“. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე – 1932 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე დარ­ბა­ზი გა­და­ჭე­დი­ლი იყო, კუ­ლი­სებ­ში კი ყვე­ლა­ზე მე­ტად, თურ­მე, იპო­ლი­ტე ღე­ლავ­და – ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და, ცქმუ­ტავ­და და თი­თებს იმ­ტვრევ­და. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, უფ­რო­სი ძმა ჩუ­მად ადევ­ნებ­და მას თვალს და მოს­წონ­და კი­დეც მისი გან­ცდე­ბი, რად­გან ამ გან­ცდის ფა­სიც კარ­გად იცო­და.

ჰყვე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა ეპი­ზო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­მარ­თლით ითა­მა­შაო. შემ­დეგ სპექ­ტაკლს სპექ­ტაკ­ლი მოჰ­ყვა, როლს – როლი, ხონს – ტყი­ბუ­ლი და სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტიც, შემ­დეგ კი – რე­ჟი­სორ დოდო ან­თა­ძის­გან მიწ­ვე­ვა ქუ­თა­ი­სის ლ. მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. სწო­რედ დოდო ან­თა­ძის ხელ­ში იქცა იპო­ლი­ტე ყვინ­ჩია იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ად. რო­დე­საც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას მა­ესტრო ჩა­ე­კი­თხა, – ა, ყვინ­ჩია, არა? შევ­ცვა­ლოთ “ყ“ “ხ-თი“, რა მოხ­დე­ბა, ამით, ვი­თომ, და­შავ­დე­ბა რა­მეო? – არც არა­ფე­რი, ერთი ოხე­რია ორი­ვეო, – მი­უ­გია მსა­ხი­ობს და… მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, – ჩემ­მა ძმამ, საშა ყვინ­ჩი­ამ მის­ცა ჩემს ნიჭს გა­ქა­ნე­ბა და მი­ზა­ნი ჩემს პი­როვ­ნე­ბას, ხოლო თუ რამ კარ­გი გა­ვა­კე­თე, სა­ინ­ტე­რე­სო შევ­ქმე­ნი და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სცე­ნა­ზე – დოდო ან­თა­ძეს უნდა ვუ­მად­ლო­დეო…

იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას კო­მე­დი­ურ ჟანრ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბაც, თურ­მე, სწო­რედ ქუ­თა­ი­სის თე­ატრს და სპექ­ტაკლ “გუ­შინ­დელნში“ ჯვე­ბეს როლს უკავ­შირ­დე­ბა. არა­და, ამ­ბობ­და, თურ­მე, – მე, ტრა­გე­დი­ის­თვის და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი, კო­მე­დი­ა­ში ვი­ღუ­პე­ბიო… ეგ კი არა, ერთხელ, ადრე, დე­დაც კი მი­უგ­ზავ­ნია რე­ჟი­სო­რი ძმის­თვის – სა­შას­თვის, და­მეხ­სნას კო­მე­დი­უ­რი რო­ლე­ბი­თო. ქუ­თა­ისს თბი­ლი­სი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი მოჰ­ყვა. უკა­ნას­კნე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლიც 1966 წლის 13 აპ­რილს სწო­რედ “რუს­თა­ველ­ში“ შე­ას­რუ­ლა – რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას “უკა­ნას­კნელ მას­კა­რად­ში“ სპი­რი­დო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, არც მე და არც კი­დევ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, ვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად გვიყ­ვარს იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, მისი 95 თე­ატ­რა­ლუ­რი რო­ლი­დან ერ­თიც არ გვი­ნა­ხავს, სა­მა­გი­ე­როდ, ზე­პი­რად ვი­ცით მისი ფილ­მე­ბი, რო­ლე­ბი და რეპ­ლი­კა-ფრა­ზე­ბი ფილ­მე­ბი­დან.

თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ე­ჯაჭ­ვა კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას, არა­და, თით­ქოს, მუ­დამ აპი­რებ­და უკან, თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბას. და მა­ინც, სწო­რედ კი­ნომ წა­რუდ­გი­ნა დიდი არ­ტის­ტი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია მსოფ­ლი­ოს. კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე “ბურ­თი და მო­ედ­ნის“ ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ უდი­დეს ფრანგ მსა­ხი­ობს ჟან გა­ბენს გვერ­დით მჯდო­მი რეზო ჩხე­ი­ძის­თვის გა­და­უ­ლა­პა­რა­კე­ბია, – ეს რა გე­ნი­ო­სი გყო­ლი­ა­თო! და ეს გე­ნი­ო­სი ისე­თი ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო თა­ვის ამ­პლუ­ა­ში, ისე­თი უშუ­ა­ლო და სა­ხალ­ხო იყო, რომ მისი ხსე­ნე­ბი­სას გვარს არ აყო­ლებ – ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, უბ­რა­ლოდ, იპო­ლი­ტეა, სი­ცი­ლის მეფე და დი­დოს­ტა­ტი, კაცი, რო­მელ­საც სი­ცი­ლით, ვინ იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ნუ­კურ­ნავს.

რი­ცხვი 13 გა­მორ­ჩე­უ­ლად ჰყვა­რე­ბია იპო­ლი­ტეს. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უ­სას ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის უკი­თხავს, რამ­დე­ნი შე­კი­თხვა და­მის­ვიო? ამ უკა­ნას­კნელს უპა­სუ­ხია, – თერ­თმე­ტიო. – ორიც და­მი­მა­ტე და 13 გა­მო­ვა, 13 ჩემი რი­ცხვია, კარ­გად მაქვს დაც­დი­ლიო და ჩა­მო­უთ­ვლია: ოჯახ­ში 13 სული ვი­ყა­ვით – დედა, მამა და 11 შვი­ლი; ქუ­თა­ის­ში, ლერ­მონ­ტო­ვის 13-ში ვცხოვ­რობ­დი; ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში, წი­თე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის ქუ­ჩის (დღეს იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას ქუჩა – ი.ხ.) #13-ში გად­მო­ვე­დი; რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1953 წლის 13 ივ­ნისს მი­ვი­ღე; სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის #13 ოთა­ხი მხვდე­ბა; სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა 1960 წლის 13 ივ­ლისს მი­ვი­ღე; ახა­ლი ბინა თბი­ლის­ში, სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე – 13 ივ­ნის­სო… ჟურ­ნა­ლისტსაც არ უწყე­ნი­ნე­ბია და 2 შე­კი­თხვა და­უ­მა­ტე­ბია.

შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ნა­ნა ხვი­ჩი­ას­თვისუთ­ქვამს, – მე თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, შვი­ლო! თუ თქვენ კარ­გად მყავ­დით, რა­საც ვა­კე­თებ­დი, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და… სა­ო­ცა­რი რამ არის ოჯა­ხუ­რი იდი­ლია, მა­ნა­ნა! თუ თქვენ რამე გა­წუ­ხებ­დათ, მე სახ­ლი­და­ნაც არ გავ­დი­ო­დი, ჯერ ერთი, რომ თქვენ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მე­ო­რეც, ჩემი უგუ­ნე­ბო­ბით სხვე­ბის­თვის გუ­ნე­ბა არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნაო… თქვენ, ხუ­თი­ვემ, ბევ­რი რამ მო­მე­ცით, იმ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქეთ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ თქვენც იგი­ვე გარ­გუ­ნათ ცხოვ­რე­ბა­მო…

ისიც უთხო­ვია, – აღ­დგო­მას მო­დით ხოლ­მე, შვი­ლო, მივ­ხვდე­ბი. კვერ­ცხი, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი გა­და­მი­გო­რეთ გულ­ზე, გა­ვი­გებ, სი­ხა­რუ­ლით ამევ­სე­ბა გუ­ლიო.

1985 წლის 31 იან­ვრის სუს­ხი­ან სა­ღა­მოს აღეს­რუ­ლა…

“სა­ში­ნე­ლი ქარი მძვინ­ვა­რებ­და. ხე­ებს მი­წა­ზე აწ­ვენ­და. სუს­ხი სუნ­თქვას აძ­ნე­ლებ­და. არ თოვ­და, მაგ­რამ ზამ­თა­რი მთე­ლი სიმ­კაც­რით იჩენ­და თავს. სა­ღა­მოს 6 სა­ათს 15 წუთი აკ­ლდა, “სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის“ მე­ო­რე ბრი­გა­დაც რომ მო­ვი­და კი­დევ. 2 პრო­ფე­სო­რი, 4 ექი­მი, ექთ­ნე­ბი და სა­ნიტ­რე­ბი – ოთახ­ში ტევა აღარ იყო, მაგ­რამ ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დით. სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ და უხ­მოდ თავს დას­ტრი­ა­ლებ­დნენ… თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი, ძა­ლას არ იშუ­რებ­დნენ, რი­თი­მე ეშ­ვე­ლათ, რაღა მათ ხელ­ში უნდა მომ­კვდა­რი­ყო ეს ოქ­როს კაცი?! … მა­მამ თვა­ლი მო­ავ­ლო იქ მყოფთ და თა­ვის­თვის სიმ­წრით ჩა­ი­ღი­მა, – გი­ჭირთ ხომ? მეც ძა­ლი­ან მი­ჭირს… – ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა სა­ო­ცა­რი რი­დით. – შა­ლი­კი­ა­საც ძა­ლი­ან უჭირ­და… – სვე­ნებ-სვე­ნე­ბით და­ი­წყო მო­მაკ­ვდავ­მა. – ადი­დე­ბულ რი­ონს შა­ლი­კია მო­აქვს… ხიდ­ზე გა­ლა­კუ­ნა იდგა და ივა­ნი­კას ჩას­ძა­ხა, – რას მიშ­ტე­რე­ბი­ხარ, ბი­ჭოო! მოს­დე ის კეტი და ამოს­წი­ე­თო… ივა­ნი­კამ მოს­დო ჯოხი და ამო­ათ­რია… ამო­ათ­რია და დას­ცხო ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა… ხა­პავს შა­ლი­კია წყალს… გა­ლა­კტი­ონ­მა ხი­დი­დან და­უ­ძა­ხა… ააა, ბიჭო, ამო­ა­ყო­ფიე მაგი ტრ..კი წყლი­დან, თვა­რა და­ცა­ლა რი­ო­ნიო…

ექი­მებს შო­რის ერთი ახალ­გაზ­რდა ექი­მი იყო, პა­ა­ტა, მან თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და, – ღმერ­თო! რა და­გი­შა­ვე, ამ დღეს რომ შე­მას­წა­რიო! – ამო­იზ­ლუ­ქუ­ნა, გა­რეთ გა­ვარ­და, ნერ­ვებ­მა უღა­ლა­ტა… მამა ჩა­ყუჩ­და… მერე ყვე­ლას თვა­ლი მოგ­ვავ­ლო და, – ეეე, წა­სუ­ლია ჩემი საქ­მე, ხომ… მე მის წინ ჩა­ვი­ჩო­ქე, ხე­ლე­ბი და­ვუ­ჭი­რე, ვუთ­ბობ­დი… ჩამ­ხე­და და თი­თე­ბი მო­მი­ჭი­რა, – ახლა არ იკივ­ლოთ, არ შეძ­რათ ქვე­ყა­ნაო… – 15 წუთ­ში გა­თავ­და კაცი! და ეს მოხ­და ისე, ჩვე­ნი, მთე­ლი ოჯა­ხის თვალ­წინ, ოღონდ დე­და­ჩე­მი გვყავ­და მი­სა­ღებ­ში გაყ­ვა­ნი­ლი, არ გვინ­დო­და ენა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი… და ეს რა­ღაც თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვად და, ალ­ბათ, თით­ქოს, არც ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, რო­გორ ჩი­ტი­ვით ამოს­ძვრა კაცს სული! ვერ ვიყ­ვი­რეთ, დე­და­ჩემ­საც მო­ვე­ფე­რეთ, რომ არ ეკივ­ლა… ან სად შე­ეძ­ლო?! ასე, უკივ­ლე­ლად, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გა­ი­გო მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“… (ქა­ლიშ­ვი­ლის – ნუნუ ხვი­ჩი­ას მო­გო­ნე­ბი­დან)

კვალს ლო­კო­კი­ნაც კი ტო­ვებ­სო, ამ­ბობ­და ხოლ­მე ოჯახ­ში. კაც­მა კა­ცუ­რი კვა­ლი უნდა და­ტო­ვო­სო. კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა უყ­ვარ­და და ახლა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბებს რომ ვკი­თხუ­ლობ, მარ­თლაც შე­გო­ნე­ბე­ბად მეს­მის მისი ნათ­ქვა­მი და ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი კე­თი­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი და უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი კი­დევ უფრო ზე­კა­ცად წარ­მო­მიდ­გე­ბა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გახ­სოვ­დეს – არა­ვის დას­ცი­ნოო… სი­ხა­რუ­ლის ჩუ­ქე­ბა უნდა შე­გეძ­ლო­სო… სიყ­ვა­რუ­ლის არ შეგრცხვეს, ხან­და­ხან ხმა­მაღ­ლაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვი­რო, ხომ ვი­ცით ჩვენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის და­მალ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო… ფუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სი­მა­ხინ­ჯეა, ის უნდა მო­იხ­მა­რო, სხვაგ­ვა­რად მან და­მო­ნე­ბა იცი­სო… უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებს ანა­ლო­გი არა აქვს, გე­ნაც­ვა­ლე, აი, მანდ თუ შე­ე­შა­ლა კაცს, მერე ცუ­და­დაა საქ­მეო… როცა რამე საქ­მეს აკე­თებ, თუ ის მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვინ­მეს­თვის ან თუ ის საქ­მე შენს სამ­შობ­ლოს წა­ად­გე­ბა, უნდა გა­ი­სარ­ჯოო… იარე, შვი­ლო, შე­მო­ი­ა­რე დუ­ნია, ნახე, რაც სა­ნა­ხა­ვია. გა­ი­ხა­რე, შე­ა­ფა­სე, მო­სა­წო­ნი მო­ი­წო­ნე. თვა­ლი არა­ფერ­ზე დაგ­რჩეს. სამ­შობ­ლო­ზე უკე­თესს ვერ­სად ვე­რა­ფერს ნა­ხავ და არც არი­სო… ცრემ­ლის არ შეგრცხვეს, მო­ნატ­რე­ბის ცრემ­ლის. სირ­ცხვი­ლი ქურ­დო­ბაა! სი­ძულ­ვი­ლია სირ­ცხვი­ლი, ვინ­მეს აბუ­ჩად აგ­დე­ბაა სირ­ცხვი­ლი! სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბა და ამის გამო ატი­რე­ბა სი­ხა­რუ­ლია! სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი კა­ტას­ტრო­ფაა, ტრა­გე­დი­ა­აო…

რო­დე­საც მის შვი­ლიშ­ვილს – ავთო ხვი­ჩი­ას პირ­ვე­ლი ვაჟი შეს­ძე­ნია, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია უკვე და­დამ­ბლა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მისი ქა­ლიშ­ვი­ლი – ნუნუ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მის­თვის ეს მდგო­მა­რო­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა და სამ­ყა­როს არ მოს­წყვე­ტო­და. ამი­ტომ მისი მძღო­ლო­ბა ქა­ლიშ­ვილს დიდ პა­ტი­ვად მი­აჩ­ნდა. იპო­ლი­ტეს მე­ტის­მე­ტად გა­ხა­რე­ბია ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი ვა­ჟის და­ბა­დე­ბა. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­სუ­ლან და რძლის­თვის მი­უ­ლო­ცი­ათ, რძალს – თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძეს (ჩემს დიდი ხნის ნაც­ნობ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ანს – ი.ხ.) ოჯა­ხის­თვის მო­უ­წე­რია: დედა, ბა­ტო­ნო ბაბუ (იპო­ლი­ტეს, თურ­მე, ოჯახ­ში ყვე­ლა ბა­ბუს ეძახ­და – ი.ხ.), გაჩ­ნდა ხვი­ჩი­ე­ბის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი და ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა იპო­ლი­ტე მო­ევ­ლი­ნაო! დიდ იპო­ლი­ტეს ცრემ­ლი მო­რე­ვია და, – არაო, – უთ­ქვამს. – ვინ არ­ქმევს ახლა ბავ­შვს იპო­ლი­ტე­სო? ამ სა­ხე­ლით ბიჭს გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ბიჭს მა­ინც იპო­ლი­ტე და­არ­ქვეს, თუმ­ცა ბაბუ მას ბა­კუ­ნას ეძახ­და. იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას შვილ­თაშ­ვი­ლებს შო­რის უფ­რო­სი, ბაკო ხვი­ჩია წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი რა­დი­ოს პირ­ველ არხზე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის სტუ­დი­ა­ში, ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ვი­ცო­დი, იპო­ლი­ტეს შვი­ლიშ­ვი­ლი რომ იყო, ოღონდ – წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, რომ იგი უმ­ცრო­სი იპო­ლი­ტე ხვი­ჩია იყო. სწო­რედ ბაკო-იპო­ლი­ტეს დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე მათ ოჯახ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ღირ­სე­ულ კაც­სა და დიდ მსა­ხი­ობ­ზე სტა­ტი­აც სწო­რედ მისი ღირ­სე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი შვილ­თაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით დავ­წე­რე.

წყარო : ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა