თეგებით ძიება

რწმენა და სუფთა ჰაერი - 105 წლის იუბილარმა დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა

105 წლის ბრიტანელმა ქალმა საკუთარ დაბადების დღეზე დღეგრძელი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა. ინფორმაციას The Bristol Post ავრცელებს.

ჯოის კინგი 1918 წელს, ქალაქ რედსტოკში დაიბადა. ქალი 25 წლის იყო, როდესაც მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ბრისტოლში გადავიდა. თავდაპირველად, ჯოისი სტილისტად მუშაობდა, ქალიშვილის, ვივიენის დაბადების შემდეგ კი დიასახლისობას დასჯერდა. ვივიენის თქმით, დედას ყოველთვის უყვარდა თავის პატარა ბაღში ყვავილების გაზრდა, ცეკვა და ზოგადად, აქტიურად ცხოვრობდა. ჯოისმა აღნიშნა, რომ ის არასდროს იცავდა დიეტას და ყოველთვის უგემრიელეს კერძებს მიირთევდა. 

იუბილარია დარწმუნებულია, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ქრისტეს რწმენასა და სუფთა ჰაერში იმალება. მან აღნიშნა, რომ ეკლესიაში რეგულარულად დადიოდა და სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა