თეგებით ძიება
19. 09. 2023 მსოფლიო

ხერსონში, ტროლეიბუსზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

​ხერსონში ტროლეიბუსზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა - როგორც უკრაინული მედია წერს, კიდევ ერთი მგზავრი დაიღუპა. 

"სამწუხაროდ, ტროლეიბუსზე რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებული ხერსონელ 57 წლის კაცს გული საავადმყოფოში გაუჩერდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს," - წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, დღეს, 19 სექტემბერს, რუსი ოკუპანტები ხერსონს დაესხნენ თავს და ცეცხლი ტროლეიბუსს გაუხსნეს, რის შედეგადაც 49 წლის პოლიციის სერჟანტიც დაიღუპა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა