თეგებით ძიება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კონკურსში, მეორე ეტაპზე გადასული 2 კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმია - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.

“საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთაგან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი", - ამბობს დავითაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა