ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა
პოლიციამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს დილით 142 მოქალაქე დააკავა - ინფორმაციას სომხური მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სომხური მედია იუწყება, დაუმორჩილებლობის აქციაზე მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი, ბლოკავენ ქალაქის ქუჩებს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებს არ ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. პროტესტის მონაწილეები, მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო, სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.