როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას ახალ სამსახურში?
ბევრ სამუშაო ადგილზე არსებობს წესები, რომელთა გაგება გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად. ახალი სამუშაოს დაწყება ახალ სკოლაში მისვლას ჰგავს. თქვენ ხვდებით ახალ ადამიანებს უცნობ სიტუაციებში და მუდმივად გაინტერესებთ: „რას ფიქრობენ ისინი ჩემზე?“ მაგრამ პირველი სამსახურის დაწყებისას ან უბრალოდ ახალი როლის შეთავსებისას, შთაბეჭდილების შექმნა არც ისე სტრესული უნდა იყოს. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ წესების გაშიფვრას და დემონსტრირებას, რასაც კარიერული წარმატების ექსპერტი გორიკ ნგ. სამ C-ს უწოდებს: კომპეტენცია, ვალდებულება და ადაპტაციის უნარი.
კომპეტენცია - პირველ სამუშაო დღეს, თქვენი ახალი კოლეგები, ალბათ, გიყურებენ და ფიქრობენ: შეგიძლია გააკეთო შენი საქმე? თქვენს შესაძლებლობებში სხვების დარწმუნების მეთოდი (რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ თავზე) „საშინაო დავალების“ ჩვენება და მათთვის რეაგირების დაფიქსირების საშუალების მიცემაა.
მაგალითად, შენმა მენეჯერმა ახლახან მოგცა დავალება და ორი წუთის შემდეგ უკვე დაბნეული ხარ. იმის ნაცვლად, რომ დაუყონებლივ დაბრუნდე მასთან და უთხრა: „არ ვიცი რა გავაკეთო შემდეგ, დამეხმარე!“, საერთოდ ნუ დასვამ შეკითხვებს, იფიქრე მსგავს დავალებაზე, რომელიც წინა სამსახურში, სკოლაში ან უბრალოდ შენთვის შეასრულე. რა ნაბიჯები გადადგი მაშინ?
დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ დაუწესეთ საკუთარ თავს ლიმიტი. თქვენი ვადის მიხედვით, დამოუკიდებლად გამოთვალეთ ყველაფერი. შემდეგ ისწავლე, რასაც სხვები გეტყვიან.
მეორე C არის ვალდებულება. თქვენს კოლეგებს აინტერესებთ არამარტო ის, შეძლებთ თუ არა თქვენი სამუშაოს შესრულებას, არამედ - ხართ თუ არა საქმისადმი ერთგული. ახალ სამსახურში მუშაობის პირველი კვირის განმავლობაში, თქვენს მენეჯერს დაუსვით შეკითხვები მოლოდინების შესახებ. მაგალითად - რა არის ჩემი პრიორიტეტები ამ პოზიციაზე? როგორ გსურთ კომუნიკაცია ყოველდღიურად და ყოველკვირეულად? რა სამუშაო შეასრულეს მაღალი რანგის თანამშრომლებმა ყველაზე ხარისხიანად, რასაც მეც დამავალებდით? საწყის სამუშაო დღეებში თქვენი მენეჯერი თანაგუნდელებს გაგაცნობთ, რომელთა მიმართაც ბუნებრივი და მეგობრული უნდა იყოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გადააქციოთ "გამარჯობა" საუბრად და შემდეგ ეს საუბარი - ურთიერთობებად. შესაძლებელია, შეეკითხოთ კოლეგებს როგორ ჩაიარა მათმა სამუშაო კვირამ. შეეცადეთ, ჩართოთ ისინი თქვენს საქმიანობაში და შესაძლოა თქვენს ცხოვრებაშიც კი ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „ოჰ, სიამოვნებით მივიღებ თქვენს აზრს A-ზე“, ან "მივიღებ თქვენს რჩევას B-სთან დაკავშირებით." ამგვარმა დამოკიდებულებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ურთიერთობის გაღრმავებას.
მესამე C - ადაპტაციის უნარი. ყოველთვის, როცა ადამიანი ახალ გუნდს უერთდება, დანარჩენი თანმაშრომლები დაინტერესდებიან, შეეწყობით თუ არა მათ. მათთან საუბრის დაწყებით თქვენ უკვე გამოხატავთ ადაპტაციის უნარს. ამავე დროს შეხვედრებსა და ჯგუფურ „ჩეთში“ყურადღება მიაქციეთ რა არის თითოეული ადამიანის როლი? ვინ ვის მიმართ არის ანგარიშვალდებული? რომელი ქცევა წახალისდება და რომელი - ისჯება? გუნდის „კულტურის“ გაგება მნიშვნელოვანია.
ასევე, მიმოიხედეთ გარშემო, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან - არის თუ არა ეს ის გარემო, სადაც შეგიძლიათ წარმატებული გახდეთ და აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე? ყველა სამუშაო ორმხრივი გზაა. სამუშაოს კარგად შეასრულებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ და მზად ხართ, რომ ხარისხიანად შეასრულოთ.
წყარო:https://www.ted.com/talks/gorick_ng_how_to_succeed_in_your_new_job/transcript