თეგებით ძიება
26. 09. 2023 მსოფლიო

გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ხერსონს 93-ჯერ შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 93 შეტევა განახორციელა და 490-ზე მეტი ჭურვი ისროლა.შეტევისას რუსეთი იყენებდა ყუმბარმტყორცნებს, დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევებს, ავიაციასა და უპილოტო საფრენი აპარატებსაც.

​პროკუდინის თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა შენობები იყო. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის ადმინისტრაციული შენობა, საგანმანათლებლო დაწესებულება, საერთო საცხოვრებელი, აფთიაქი, კვების მრეწველობის საწარმო და სავაჭრო ობიექტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა