"ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა მაგრამ ის აქ არის. 4 წლის შვილს ვემალები რომ არ მკითხოს: დედა სად არის?" - რას წერს გარდაცვლილი ექიმის ქმარი?
ქუთაისი ახალგაზრდა ექიმს, მონიკა დანელიას ემშვიდობება. ის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთ რეგიონალური ცენტრის ნევროლოგიის სამსახურის უმცროსი ექიმი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის მონიკა დანელია მოულოდნელად გარდაიცვალა. ის სახლში მეუღლემ იპოვა.
გარდაცვლილს მეუღლე ემოციური პოსტით ემშვიდობება.
"ჯოჯოხეთის არსებობის არ მჯეროდა მაგრამ ის აქ არის. თანახმა ვარ ვიცხოვრო და ვიბრძოლო ამ ჯოჯოხეთში, შენს გამო, ჩვენი პატარების გამო, უზომო სიყვარული გაგაჩნდა ჩემდამი და ჩვენი შვილების მიმართ. არასოდეს მომასვენებს კითხვა როგორ შეძელი და მიგვატოვე… იცი 4 წლის შვილს ვემალები რომ არ მკითხოს: დედა სად არის? მიყვარხარ, სამუდამოდ არასოდეს ვეცდები ვინმემ შენი თავი შემიცვალოს.", - წერს ვახო კუპრაშვილი.