თეგებით ძიება
03. 10. 2023 მსოფლიო

ციხეებში უადგილობის გამო დიდი ბრიტანეთი ციხის სივრცეებს უცხოეთში იქირავებს

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მდივანმა, ალექს ჩალკმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ზრდასრულ მამაკაცთა ციხეებში თავისუფალი ადგილები ძალიან დეფიციტურია და ამის გამო დიდი ბრიტანეთი ციხის სივრცეებს უცხოეთში იქირავებს. 

ალექს ჩალკი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს წინაშე ინოვაციური იდეის წარდგენას 5 ოქტომბერს აპირებს. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში მამაკაცების ზრდასრულთა ციხეში სულ 258 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მიხედვით, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში აუცილებელია, რომ საზღვარგარეთ არსებულ ციხეებშიც ბრიტანული სასჯელაღსრულების სისტემა შენარჩუნდეს. 

წყარო: ტაბულა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა