თეგებით ძიება
07. 09. 2024 მსოფლიო

ამერიკული კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე დაბრუნდა

ამერიკული კოსმოსური ხომალდი Starliner, რომელიც კომპანია Boeing-ს ეკუთვნის, დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე დაბრუნდა. ორი ამერიკელი ასტრონავტი, ბუჩ უილმორი და სუინ უილიამსი კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩნენ. ამის შესახებ ndtv.com იუწყება.

სადგურიდან გამოერთების შემდეგ ხომალდს 6 საათი დასჭირდა, რათა აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში დაფრენა განეხორციელებინა.

Starliner-ის პირველი პილოტირებული გაშვება კოსმოსში 5 ივნისს შედგა. მანამდე გაფრენა მაისში იგეგმებოდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო რამდენჯერმე გადაიდო. ეკიპაჟი დედამიწაზე 18 ივნისს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ძრავებში შექმნილი პრობლემების გამო აქაც ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ NASA-მ დედამიწაზე ხომალდის უეკიპაჟოდ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ასტრონავტებს, მათი დაბრუნება 2025 წლის თებერვალში, ილონ მასკის ხომალდით, Crew Dragon-ით იგეგმება.

შესაბამისად, ამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც კოსმოსში რამდენიმე დღით გაფრინდნენ, იქ 8 თვეს გაატარებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა