თეგებით ძიება

"რა პატივია წულუკიანი თეა, რომ ამხელა მინისტრი ქალი ჩემი პოსტების გაზიარებისთვის და ჩემთვის ჭკუის დარიგებისთვის იცლით" - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალური ქსელის მეშვეობით კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს.

"რა პატივია ქალბატონო, წულუკიანი თეა, რომ ამხელა მინისტრი ქალი ჩემი პოსტების გაზიარებისთვის და ჩემთვის ჭკუის დარიგებისთვის იცლით. აღფრთოვანებული ვარ ასეთი ყურადღებით, მაგრამ პასუხი მაინც უნდა გაკადროთ:

პირველი ის, რომ სანამ ჩემს განათლებას შეუდგებით, იქნებ, გაგერკვიათ რას ნიშნავს ირონია, ხუმრობა. კულტურის მინისტრი ბრძანდებით მაინც. არადა, თავი დავიზღვიე და იმ ხალხისთვის, ვინც ხუმრობას ვერ იგებს, ხოლმე, პოსტში სპეციალურად სმაილიკები დავწერე, მაგრამ ეტყობა ამანაც არ მიშველა.

მეორეც: რომელმა სასამართლომ უნდა განმარტოს? ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მონებს რომ ჩააბრეთ მისი მართვა, იმ სასამრთლომ?(ახლა არ მითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მათ შეხება არ აქვთო. სასაცილოდ არ მეყოფა)

მესამეც: სამართლაზე არ ვმუშაობ, მაგრამ როცა მჭირდება, როგორმე ვახერხებ გავერკვე სამართლებრივ ნიუანსებშიც, აი, თქვენ რას იზამთ ისტორიაში რომ შეხვალთ პოლიტიკოსად, რომელმაც საკუთარ პრინციპებს თანამდებობა ამჯობინა და უფროსის დავალებით სასამართლოში ის კლანი ჩააბეტონა, რომელთან ბრძოლის ეგიდიდაც პოლიტიკაში მოვიდა? - ეს კია საინტერესო." - წერს მერაბ მეტრეველი და „სქრინს“ აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა