თეგებით ძიება

სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილის სამზადისში იყვნენ - იორმუღანლოს პოლიციაში გამომძიებლის კითხვებს მოკლული 14 წლის გოგოს მამა პასუხობს

იორმუღანლოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამომძიებლების კითხვებს მოკლული არასრულწლოვნის მამა პასუხობს. 14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

ტრაგედია სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. 30 წლის კაცმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა,როცა ისინი სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილის სამზადისში იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა