თეგებით ძიება

ღაზის სექტორზე დრონებით იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი. ისრაელის მედია წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი „ჰამასის“ ე.წ. ეკონომიკის მინისტრია. სამხედროების თქმით, ჯავად ანუ შამალა, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.

მეორე ლიკვიდირებული ზაკარია ანუ მოამარი „ჰამასის“ შიდა ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ის იყო „ჰამასის“ დაჯგუფების მაღალჩინოსანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა და ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფების კოორდინაციას ეწეოდა“, – აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ლიკვიდირებული პირები „ჰამასის“ მეთაურთა დაახლოებული პირები არიან.

ცნობისთვის, ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასმა", თავდასხმის პირველ დღეს, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 5000 რაკეტა ისროლა. ამასთან, მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდან და ზღვიდანაც შეიჭრნენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა