თეგებით ძიება

139 860 ლარის სესხი და 220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე?

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებს. წუ­ლუ­კი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბრამ­დე. ამ­ჯე­რად კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი დიდ­წი­ლად ხის­ტი და კრი­ტი­კუ­ლია. ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­და­ლებ­ში და ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კის სა­მიზ­ნე ხდე­ბა.

წუ­ლუ­კი­ა­ნი წლე­ბია, რაც ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ა­ზეა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - მერი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და. წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი დე­დაა, ის ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. მე­რი­კო ეს­წრე­ბა სპექ­ტაკ­ლებს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში, და­დის დე­დას­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მებ­ში.

"ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი რი­ტუ­ა­ლე­ბი, და­წყე­ბუ­ლი იქე­დან თუ რო­გორ უნდა შე­ვი­დე სახ­ლში. მას უყ­ვარს, როცა ხმა­უ­რი­ა­ნად შევ­დი­ვარ სახ­ლში და შე­მო­მე­გე­ბე­ბა. სა­ღა­მოს თა­მა­ში ნაკ­ლე­ბად გა­მომ­დის, ეს ჩემს ნერ­ვულ რე­სურსს სცილ­დე­ბა. მაგ­რამ ჩვენ ვსა­უბ­რობთ ბევ­რს, რა მო­ე­წო­ნა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და ა.შ.

როცა რა­ღაც არ მო­ე­წო­ნე­ბა, ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბა. ამას წი­ნათ, რაგ­ბის მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი კა­ცებ­თან ერ­თად, რო­გორც ჩანს, ამას მოჰ­კრა თვა­ლი და სა­ღა­მოს, კარ­გად გა­მომ­კი­თხა: ამ­დე­ნი ბი­ძია რომ იდგა სტა­დი­ონ­ზე, შენ იქ რას აკე­თებ­დიო, გა­უკ­ვირ­და", - ამ­ბობ­და მი­ნის­ტრი, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წუ­ლუ­კი­ან­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, თეა წუ­ლუ­კი­ანს 2017 წელს, მეს­ტი­ის რა­ი­ონ სო­ფე­ლი ზემო ლუ­ჰა­ში, 6000 კვ.მ. ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ კი 2016 წელს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დი­ლის­კა­ში, 50009 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი 7000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

მათ ქა­ლიშ­ვილს, მერი კა­კუ­ლი­ას 2020 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტო­ლებ­ში 1182 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად.

2021 წელს ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო თბი­ლის­ში დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე 36,07 კვ.მ. ბინა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ 2022 წელს Cayenne მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა 12 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

თეა წუ­ლუ­კი­ანს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" უნი­ვერ­სა­ლურ ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 637,99 ლარი, სა­ბავ­შვო ანა­ბარ­ზე 15 956,55 ლარი. ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას კი 740,18 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლა პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე, გა­სულ წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 41 600 ლარი მი­ი­ღო.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი - სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის პოსტზე - 66 000 ლარი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სეს­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში სეს­ხის სა­ხით 139 860 ლარი აქვს. მი­ნის­ტრმა უცხო­ეთ­ში ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი 220 480 ევრო სა­ა­ნაბ­რე ან­გა­რიშ­ზე გა­ნა­თავ­სა.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ახლო ნა­თე­სა­ვის მიერ ან მის სა­სარ­გებ­ლოდ აღე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხი 26 848 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ფა­რა, - ვკი­თხუ­ლობთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

გა­სულ წელს, წუ­ლუ­კი­ან­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 9197 ლარი და­ხარ­ჯა. ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას კი ხე­ლოს­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა 7 ათა­სი ლარი და­უჯ­და.

წყარო - ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა