თეგებით ძიება

"გასულ წელს 815 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა - 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა" - სახალხო დამცველის აპარატი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, სოფო რუ­სეც­კის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 815 არას­რულ­წლო­ვა­ნის ორ­სუ­ლო­ბა აღი­რი­ცხა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რუ­სეც­კიმ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სოფო რუ­სეც­კის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს 434-მა არას­რულ­წლო­ვან­მა იმ­შო­ბი­ა­რა.

"სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ითხოვს, შე­მიძ­ლია მო­გახ­სე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, 2022 წელს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 815 არას­რულ­წლო­ვა­ნი ორ­სუ­ლი იყო, აქე­დან მშო­ბი­ა­რო­ბის რი­ცხვი 434-ს აღ­წევს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეს რო­გო­რი მას­შტა­ბუ­რია. როცა ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ხდე­ბა, გო­გო­ნე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას წყვე­ტენ. სკო­ლე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2022 წელს 47-მა გო­გომ ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა“, - აცხა­დებს რუ­სეც­კი.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის ერთ-ერთი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა. ამას­თან, რუ­სეც­კი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ შეს­წავ­ლი­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ჰქონ­და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და­ბა­ლია, არ იცი­ან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ზუს­ტად რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე - შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტზე, უმე­ტეს­წი­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა არ ხდე­ბა, ესეც არის ერ­თგვა­რი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი ადა­მი­ა­ნებ­ში - შემ­თხვე­ვას მა­ლა­ვენ...

კა­ნო­ნე­ბი გვაქვს, მაგ­რამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბაა რთუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ზე და ცრუ ჩვე­ნე­ბებ­ზე მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოხ­დეს, ქვე­ყა­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მკაც­რი პო­ლი­ტი­კა უნდა ჰქონ­დეს. კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც ყვე­ლა უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­ცავს. მხო­ლოდ კა­ნო­ნით ამას ვერ მო­ვაგ­ვა­რებთ, თუ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი არ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლია.

ჩვენს მიერ შეს­წავ­ლი­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, 39 საქ­მი­დან 29 საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი, ასე­ვე სას­ჯე­ლის სა­ხით და­ბა­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, ესეც ერთ-ერთ პრობ­ლე­მად გა­მო­იკ­ვე­თა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სეც­კიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა