ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა დავა უზანაეს სასამართლოშიც მოუგო
ექიმ ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა დავა უზანაეს სასამართლოშიც მოუგო. რატიანს გათავისუფლებული თანამშრომლის სასმახურში აღდგენა და მისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ექთნ ნინო კვაჭაძის განცხადებით, მისი სამსახურიდა გათავისუფლების მიზეზი ლევან რატიანის პირადი გადწყვეტილება გახდა. მისი თქმით, რატიანმა იგი საავადმყოფოდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ შრომის დარღვეულ უფლებებზე აპროტესტებდა. ახსნა-განმარტების ბარათში კი ჩაწერა, თითქოს კვაჭაძეს ინტენსიურ განყოფილებაში ეძინა. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"საუნივერსიტეტო კლინიკას ევალება იმ არაკანონიერი ბრძანების გაუქმება, კომპენსაციის გადახდა ჩემი გათავისუფლებიდან იმ დღის ჩათვლით, როესაც მე აღმიდგება სამუშაო და რა თქმა უნდა, სამსახურში აღდგენა. ყოველთვის გამოვდიოდი იმის წინააღმდეგ, რომ მონიტორები არ იყო წესრიგში და ეს აზიანებდა პაციენტს. არ შეიძლება, რომ ერთი ხელთათმანით რამდენიმე პაციენტთან მიხვიდე, არ შეიძლება ეკონომია გააკეთო ასევე ნიღაბზე, როცა ჩვენ გვეუბეოდნენ „არ გვაქვს, გვიჭირს“. ინტენსიურში რომ გვეკუთვნის 3-4 პაციენტი, 12-საც ვემსახურებოდით ანუ სამმაგად, ოთხმაგად, მიზერული ხელფასით. ჩემი გამოსვლაც ეს იყო, ხელფასების მომატებაზე და ამან განაპირობა ჩემი გათავისუფლება და არა იმან, რაც შეთხზა რატიანმა და უკანონოდ გამათავისუფლა, - ამბობს ექთანი.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ბრალდებებს უარყოფს. რატიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას შეასრულებს და ნინო კვაჭაძეს სამსახურში აღადგენს, თუმცა დასძენს, რომ მისი ნება რომ იყოს, ასე არ მოიქცეოდა.
"ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ამ ქალბატონს კიდევ არ აღვადგენდი, მაგრამ რადგან სასამართლომ ასე გადაწყვიტა, ასეც იყოს. ბრალი არავის წაუყენებია, ნამდვილად რეალურად ასე იყო, - ამბობს რატიანი "პირველებთან“ სატელეფონო საუბარში.