"გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“ - ბაიდენი ისრაელის მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე
თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მოუწოდებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს, რომ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ „ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას“.
„ასეთ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე კი, „ბიბისიმ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სთხოვს ისრაელს ჯერ არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.