თეგებით ძიება

ჩინეთის პოლიციამ 1000-ზე მეტი კატა გადაარჩინა, რომლებსაც მოკვლას უპირებდნენ

პოლიციამ ჩინეთში 1000-ზე მეტი კატა გადაარჩინა, რომლებიც უნდა დაეკლათ, შემდეგ კი ღორისა და ცხვრის ხორცად გაესაღებინათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხოველთა დამცველებისგან მიიღეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ცხოველები სატვირთო მანქანით ქვეყნის სამხრეთით გადაჰყავდათ. აქტივისტებმა ათასობით კატა ერთ-ერთ სასაფლაოზე აღმოაჩინეს. ისინი ხის ყუთებში იყვნენ გადანაწილებულები. რამდენიმე დღეში ეს ყუთები მანქანაში ჩატვირთეს და ქვეყნის სამხრეთისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ აქტივისტებმა მანქანა გააჩერეს და პოლიცია გამოიძახეს.

გადარჩენილი კატები თავშესაფარში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, უცნობია, ჰყავდათ თუ არა მათ პატრონები. მომხდარმა ჩინეთში საკვების უსაფრთხოების შესახებ დისკუსია წამოსწია. მედიის ცნობით, 600 გრამი კატის ხორცი ჩინეთში, 4,5 იუანი (0, 61 დოლარი) ღირს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა