თეგებით ძიება

სოფელ ობუჯში საფლავების დაზიანება გამოვლინდა - რატომ არ მიმართავენ ადგილობრივები პოლიციას?

„მთავარი არხის“ ვებ-გვერდის ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ ობუჯში, რამდენიმე საფლავი დაზიანებულია და გატეხილია მემორიალური ქვები. ერთ-ერთი ვერსიით, ტერიტორია მეწყრული ზონაა და საფლავების დაზიანება ამან გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევაა დაწყებული, მაგრამ დანაშაულის ნიშნები ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.

დაზიანებული საფლავების მეპატრონეებმა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი დახმარებას ითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა