სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის საფლავს პატივი მიაგო
უკრაინელმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯონი ოდიშვილის საფლავს პატივი მიაგო. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ვებ-ვერდი ავრცელებს.
"როცა ჯონის საფლავთან ვიდექი, სულში სევდას ვგრძნობდი... მაგრამ ასევე ვგრძნობდი ყველა უკრაინელის სიამაყესა და მადლიერებას, რომელიც პირადად გადავეცი მის მშობლებს. მისმა მამამ თქვა, რომ ჯონის საფლავზე ორი ქვეყნის დროშა იქნება: საქართველოსა და უკრაინის" - წერს სვიატოსლავ ვაკარჩუკი სოციალურ ქსელში.