7 თაობის საიდუმლო – რატომ არის მნიშვნელოვანი, მეტი გაიგოთ თქვენი წინაპრების შესახებ
როგორც აღმოჩნდა, ადამიანების 90 % ძნელად იხსენებს დიდი ბებიებისა და ბაბუების სახელებს. იდეალურ შემთხვევაში კი ადამიანი ვალდებულია გაიგოს მეტი წინაპრების შესახებ 7 თაობამდე.
ჩვენი ცხოვრება ხომ დიდ წილად ჩვენს წინაპრებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ წერენ წინაპართა ხსოვნას საოჯახო ხეზე. ხე თავად ჩვენი სიმბოლოა, ფოთლები – ჩვენი შვილები, ფესვები კი ჩვენი წინაპრები.
ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ გაზარდოთ დიდი და ჯანმრთელი შთამომავლობა, ხე ძლიერად და ყოვლისშემძლედ გამოიყურება, მაგრამ წინაპართა შესახებ არაფერი იცით. ასეთ ხეს კი სუსტი, პატარა და უსიცოცხლო ფესვები აქვს.
თუ ადამიანი არ ინეტერსდება წინაპრებით, ის მათგან ვერც თანადგომას, დახმარებას და ძალას იღებს, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
როცა მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ, სწორედ მაშინ იბლოკება წინაპართა ენერგიის ზემოქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია ახლობლებთან კარგი ურთიუერთობა შეინარჩუნოთ და მიუტევოთ ყველაფერი თუ, რა თქმა უნდა, ცოცხლები არიან.
ადამიანის 7 თაობა მისი 7 ენერგეტიკული ცენტრის – ჩაკრას სიმბოლოა. თითოეული თაობა ცალკეული ასპექტებით ფორმირდება:
პირველი თაობა (მე);
მეორე თაობა – მშობლები ( 2 ადამიანი) – განაპირობებს სხეულს, ჯანმრთელობას, ოჯახურ მდგომარეობას;
მესამე თაობა (ბებიები და ბაბუები – 4 ადამიანი) – პასუხისმებელნი არიან ინტელექტზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე;
მეოთხე თაობა (დიდი ბებიები და დიდი ბაბუები) – ჰარმონიის, ცხოვრებისეული ბედნიერების და მატერიალური კეთილდღეობის მფარველები;
მეხუთე თაობა (დიდი ბაბუების მშობლები) – ცხოვრებაში თქვენს უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს;
მეექვსე თაობა – (დიდი ბაუების ბაბუები – 32 ადამიანი) – ტრადიციებთან კავშირი. მეექვსე თაობის 32 ადამიანი 32 კბილის სიმბოლოა. თუ კბილებთან პრობლემები გაქვთ, უმჯობესია წინაპრებთან ურთიერთობა მოაგვაროთ.
მეშვიდე თაობა – (დიდი ბაბუების დიდი ბაბუები – 64 ადამიანი) – პასუხს აგებენ ქვეყანაზე, ქალაქზე, სახლსა და ცხოვრებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
წინაპრებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად აუცილებელია, გაიგოთ თითოეული მათგანის სახელი და ცხოვრება, რომელიც განვლეს. შემდეგ კი ილოცეთ მათთვის.
წინაპრებისგან დალოცვის მიღება და სურვილების ასრულების მეტი შანსი თქვენსავე ხელშია.
წყარო: ttimes.ge