თეგებით ძიება

როცა პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს - თინა ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ - როდესაც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ამ შემთხვევაში ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა და ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში მელია არ უგულისხმია, ალბათ, დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ, რომელმაც პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ამოცანად “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა არჩია.

შიდაპარტიული კრიტიკა ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, როდესაც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ამ შემთხვევაში ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ხოლო თუ პირველ განცხადებაში მელია არ იგულისხმებოდა, ალბათ დამატებით განმარტებებს მოვისმენთ.

ყველამ, მათ შორის მეც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება გავიგეთ როგორც ნიკა მელიასკენ მიმართული”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მკაფიოდ იცოდნენ.

“ჩემთვის მთავარი არის პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია. ის არის “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი თავმჯდომარე, ის არის მთავარი ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი, ამიტომ ჩემთვის და ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ვიცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო როდესაც შევდივართ გადამწყვეტ არჩევნებში, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. თუ რაიმე სხვა იყო ნაგულისხმები დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან დამატებით განცხადებებს მოვისმენთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა