თეგებით ძიება

ტაძრებს რუსი და ოსი ხალხები გვირჩევნია - სასულიერო პირი

საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგაც ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საზოგადოებამ "მტრის ხაფანგებს სათნოდ" უნდა უპასუხოს. სასულიერო პირის თქმით, ტაძრებზე უფრო მნიშვნელოვანი ხალხებს შორის თბილი ურთიერთობაა. 

"ჩვენ მტრის დაგებულ ხაფანგებს და ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ქრისტესთვის სათნოდ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად სიბნელის განსაქარვებლად. თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს. ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხის გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - ამბობს სასულიერო პირი. 

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიოშვილი კი გაიტაცეს.  

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა