ვინ არის ქალი რომელმაც 2500 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა?
ოსკარ შინდლერის სახელი, რომელმაც 1300 ებრაელი გადაარჩინა, ყველასთვის არის ცნობილი. ხოლო ქალის შესახებ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პოლონეთის ნაცისტული ოკუპაციის დროს, ებრაული გეტოგან 2, 5 ათასი ბავშვი გაიყვანა, მხოლოდ 1999 წ. გახდა ცნობილი, როდესაც მის შესახებ პირველი პუბლიკაციები გაჩნდა. ისრაელში ირენ სენდლერს, ისევე როგორც ოსკარ შინდლერს, მსოფლიო ხალხების მართლის (ივრ. חסידי אומות העולם) საპატიო სახელი აქვს მინიჭებული, რომელსაც ისრაელის კატასტროფის და გმირობის ინსტიტუტი, სერთიფიკატის და მედლის სახით, 1951 წლიდან გასცემს (ჯილდოვდებიან არაებრაელები, რომლებმაც ევროპის ოკუპაციის წლებში, ებრაელები გადაარჩინეს).
მეორე მსოფლიო ომის დროს ირენამ მოიპოვა ნებართვა ვარშავის გეტოში სანტექნიკ-შემდუღებლად ემუშავა, რადგან საამისოდ "ფარული მოტივი" ჰქონდა - გერმანელი იყო, ამიტომ კარგად იცოდა ნაცისტების იმ გეგმების შესახებ, რომელიც მათ ებრაელებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი ჩანთით მას გეტოდან ჩვილი ბავშვები გამოჰყავდა, ხოლო სატვირთოს საბარგულში ტომარა ჰქონდა ცოტა უფრო მოზრდილებისთვის. მანქანით მას თან ძაღლიც დაჰყავდა, რომელიც დაგეშილი ჰყავდა და აყეფებდა, როდესაც გერმანელი გუშაგებით გარშემორტყმული ბანაკის ჭიშკარში შედიოდა ან ტოვებდა იქაურობას. ბუნებრივია, ჯარისკაცები ვერ ეკარებოდნენ გაავებულ ცხოველს, მისი ყეფა კი ფარავდა ხმებს, რომელიც შესაძლოა ბავშვებს გამოეცათ. ამ გზით ირენმა გეტოდან გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა 2500 ბავშვი. ერთხელ ნაცისტებმა ამხილეს და ისე უმოწყალოდ სცემეს, რომ ხელ-ფეხი სულ დამტვრეული ჰქონდა.
ირენს ყველა გადარჩენილი ბავშვის სია ჰქონდა, რომელსაც შუშის ქილაში საგულდაგულოდ ინახავდა და თავისი ეზოს ბოლოს, ხის ძირში ჰქონდა დამარხული. ომის შემდეგ შეეცადა მოეძებნა მშობლები და შვილებთან დაეკავშირებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმეტესობას სიცოცხლე გაზის კამერებში დაესრულებინა. ბავშვები, რომლებიც მან გადაარჩინა, ან გაშვილებული იყვნენ, ან ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ.
2010 წელს ირენა სანდლერი ნობელის მსოფლიო პრემიაზე იყო ნომინირებული, თუმცა არ აირჩიეს. მის ნაცვლად პრემია ელ გორმა მიიღო გლობალური დათბობის სლაიდშოუსთვის... ირენ სანდლერი 2011 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკვე მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კვალი, რომელიც 6 მილიონი ებრაელის გენოციდმა დატოვა, ჯერ კიდევ არ განელებულა. საბედნიეროდ, არც მათი ხსოვნა მიმქრალა, ვისი გმირობაც ყოველგვარ ჯილდოზე მაღლა დგას...