ხმაური თბილისში - ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ
ხმაურია ამ წუთებში თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე -აღსრულების ბიურო ბალახაძეების ოჯახს ასახლებს. მათი თქმით, ოჯახმა 17-ათასლარიანი სესხი რამდენიმე წლის წინ აიღო, თუმცა გადახდა ვერ ძეძლო
ბალახაძეები ახლა მზად არიან, სესხის თანხა გადაიხადონ. თუმცა, მათი განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამაზე არ თანხმდება და 74-კვადრატულმეტრიანი ბინის მითვისება უნდა.