ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო - თამაზ გინტურის მკვლელები სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულები არიან
ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო - რუსი ოკუპანტები, რომლებმაც 3 დღის წინ თამაზ გინტური მოკლეს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მოკლულის ოჯახი ავრცელებს.
თუმცა, ოკუპანტების სახელი და გვარები გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის - შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ამბობს, პასუხობს კითხვას, ნაცნობია თუ არა მათთვის სავარაუდო მკვლელების, ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშენკოს სახელები და გვარები, რაზეც მან თქვა, რომ არა - "მე არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და გვარები."
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.
წყარო: მთავარი არხი