ხელისუფლებამ როგორ უნდა დაიცვას, როცა ადამიანი თვითონ არ უფრთხილდება თავის თავს - რაზმაძე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივებზე
გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სოფელ კირბალში მოკული თამაზ გინტურის შესახებ საუბრობს.
"რა პრობლემებია, მაინტერესებს რა პრობლემებია. მცოცავი ოკუპაცია კირბალში არ გრძელდება. [მოსახლეობის დაცვას რატომ ვერ ახერხებს ქართული ოცნება] როგორ უნდა დაიცვას, როდესაც ადამიანი თვითონ არ უფრთხილდება თავის თავს, როგორ უნდა დაიცვას, ამიხსენით. კირბალში მცოცავი ოკუპაცია არ ყოფილა, აღარ გრძელდება. ამ ეტაპზე, მაგალითად არ მქონია ამის ფაქტები", - ამბობს დავით რაზმაძე.