რუსთავში ტაქსების მძღოლებმა კლიენტის გამო იჩხუბეს - 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა
რუსთავში კლიენტის გამო ტაქსის მძოლი სცემეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, 40 წლამდე კაცმა, რომელიც ტაქსის მძღოლია, 70 წლამდე კაცს სცემა.
არსებული ინფორმაციით მძღოლებს შორის ჩხუბი კლიენტის გამო მოხდა. თავდაპირველად საუბარი კამათში გადაიზარდა, საბოლოოდ კი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით პაციენტს ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი