თეგებით ძიება

ყველაფერი, რაც ჟელატინს შეიცავს, ცხოველებისა და მწერებისგან მზადდება - ინფორმაცია მომარხულეებისა და ვეგეტარიანელებისთვის

ე.წ. „ჟელიბონები“, მარშმელოუ, ჟელეიანი და საღეჭი ლამაზ-ლამაზი ტკბილეული, ყველაფერი რაც ჟელატინს შეიცავს და ყველა სავაჭრო ცენტრსა და მარკეტში ასე რომ გვრჩება თვალი, ცხოველების ნარჩენებისგან - ძვლების, კანის, ჩლიქების, ხრტილებისა და მყესებისგან მზადდება.

ტრადიციული ჟელეს ტკბილეული ჟელატინის გარდა შეიცავს შაქარს, გლუკოზას სიროფს, სახამებელს, არომატიზატორებს, საკვების საღებავსა და ლიმონმჟავას.

შესაბამისად, ვერც ერთ ჩამოთვლილ ტკბილეულს ვეგეტარიანელები და ვეგანები ვერ ჭამენ, ვერც მუსლიმები და ებრაელები, რადგან მათ თავიანთი რელიგია უკრძალავს ღორის ხორცის მიღებას. თუმცა, მსოფლიოში მათ ვეგანური ალტერნატივები მრავლადაა. ესენია: Haribo-ს ვეგანური ტკბილეული, რომელსაც 100 წლიანი ისტორია აქვს; ასევე Surf Sweets, JOYRIDE, Organic Candy Factory Berry Gummy Cubs, Tommy’s Bears, Annie’s Organic Bunny Fruit Snacks.

ამას გარდა, კანადური მედია CBC წერს, რომ ტკბილეულზე, კანფეტებსა და აბებზე მყარი, მბზინავი და პრიალა გარსის შესაქმნელად ე.წ. შილაკს იყენებენ, რომელსაც ინდოეთში, ტაილანდსა და აზიის სამხრეთში გავრცელებული მწერის - ლაქის ხოჭოს ფისასგან აწარმოებენ. ეს უკანასკნელი პარაზიტ მწერად ითვლება, რადგან ხეებსა და ბუჩქებზე ცხოვრობს და მათი წვენით იკვებება.

Shellac-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ GRAS სტატუსი აქვს მინიჭებული. რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება საკვებში უსაფრთხოდ  ითვლება.

თუ არც ვეგანი ხართ, არც ვეგეტარიანელი, არც მუსლიმი და ებრაელი და რელიგია არ გიკრძალავთ ღორის ხორცის ჭამას, შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ ჟელატინის შემცველი პროდუქტების მიღება. ჟელატინი უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, მაგრამ მშობლებმა უნდა გააკონტროლონ, რომ თავიანთმა შვილებმა ზომაზე მეტი შაქრის, ხელოვნური დამატკბობლებისა და საღებავების შემცველი ტკბილეული არ მიიღონ. რადგან მათმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება დიარეა, კბილების პრობლემა და სხვა გართულებები გამოიწვიოს.

წყარო: კომერსანტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა