თეგებით ძიება
13. 11. 2023 მსოფლიო

დედამ 40 და 42 წლის ვაჟები სახლიდან სასამართლოს გზით გაასახლა - სად მოხდა შემთხვევა?

იტალიის ქალაქ პავიაში 75 წლის ქალმა სასამართლოს მეშვეობით თავისი 40 და 42 წლის ვაჟები სახლიდან სასამართლოს ძალით გამოასახლა. ამის შესახებ გაზეთი La Provincia Pavese წერს.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ ხანდაზმულმა დედამ არაერთხელ სთხოვა შვილებს საკუთარი საცხოვრებელი ეპოვათ, მაგრამ ისინი თავს არ იწუხებდნენ და ჯიუტად განაგრძობდნენ მშობლების სახლში ცხოვრებას.

დედა აღნიშნავს, რომ დაიღალა მათი რჩენით და მოვლით - მისი ვაჟები სახლში არაფერს აკეთებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ფინანსურად ნორმალური შემოსავალი აქვს, არც მატერიალურად .ეშველებოდნენ დედას.

სასოწარკვეთილმა ქალმა გადაწყვიტა სასამართლოში ეჩივლა. მოსამართლე მის მხარეს დადგა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა მამაკაცებს თავდაპირველად შეეძლოთ ეცხოვრათ ასეთ პირობებში მშობლის „შვილებისადმი მხარდაჭერის ვალდებულების გამო“, ახლა, როცა ისინი 40 წელს გადაცილებულნი არიან, ასეთი საჭიროება აღარ არსებობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟებმა დედის სახლი 18 დეკემბრამდე უნდა დატოვონ. სტატისტიკის მიხედვით, 18-დან 34 წლამდე იტალიელების თითქმის 70% კვლავ მშობლებთან ცხოვრობს - მათ ბამბოჩიონებს უწოდებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა