თეგებით ძიება

საფრანგეთში პოლიცია ეძებს ქურდებს, რომლებმაც სატვირთოებით €600 000-ს შამპანური მოიპარეს

საფრანგეთში ქურდებმა შამპანურით სავსე ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს. შემთხვევა შაბათს, 11 ნოემბერს, რეიმსის მახლობლად მოხდა. შამპანურის ღირებულება 600 000 ევრო იყო. 

მანქანები სავსე იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის Moët & Chandon-ის ბოთლებით. თვალთვალის მოწყობილობის წყალობით, მოპარული მანქანები სწრაფად აღმოაჩინეს მაგისტრალზე რეიმსსა და პარიზს შორის.

სატვირთოებს პოლიცია ორი მანქანით დაედევნა.  როდესაც ოფიცრებმა აიძულეს ერთ-ერთი სატვირთო მანქანას შენელებულიყო, მძღოლი გადმოხტა, ის აიყვანა მსუბუქმა ავტომობილმა, რომელიც კოლონას მიჰყვებოდა. მანქანა სწრაფად გაიქცა. მომდევნო მანქანა, მოგვიანებით, პოლიციამ მძღოლის გარეშე იპოვა.

შამპანურის ბოთლები ყველა ხელუხლებელი იყო და უვნებლად ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა