როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე
აქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ როცა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„მსჯავრდადებულ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები ვართ, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.
როგორ მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.