"ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო... ჩემმა შვილმა ძაღლი დაიცვა" - ელიზბარაშვილი შვილის დაკავებაზე
"ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო... ჩემმა შვილმა ძაღლი დაიცვა", - ამის შესახებ ძაღლების თავშესაფრის დირექტორი თამაზ ელიზბარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს. მისი თქმით, დაჭრილია მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილიც, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა.
"გურამი ჩემი შვილია, 41 წლის. ოთხი შვილის მამაა, ჰყავს 4 შვილი.. სახლში გვყავს ოთხფეხა ოჯახის წევრი, დეკორატიული ძაღლია, პატარა. დილით რომ გაუყვანია ეს ძაღლი, ის ვიღაც ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო, სვრის ეს ძაღლებიო და ფეხი მოუქნევია დეკორატიული ძაღლისთვის... ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა ეს ძაღლი... მერე რა მოხდა, მე ძალიან მაინტერესებს, რადგან ჩემი შვილია დაჭრილი ფეხში... ტყვიითაა დაჭრილი და ისიც დაჭრილია ყაზახი. რა მოხდა, ჩემი შვილი როგორ დაიჭრა, ორმხრივი სროლა იყო თუ რა იყო, გამოძიებას ვთხოვე, მივმართე, რომ კამერების ჩანაწერი გაასაჯაროონ... იარაღი შეიძლება ჰქონოდა, გაფორმებული იარაღი ექნებოდა... პოლიციას ჩემი შვილი თავად ჩაბარდა", - ამბობს ელიზბარაშვილი.