„ჩვენებები, რომლებიც ზეწოლითაა მიღებული, ბიჭების სამხედრო რეპუტაციაზე არ იმოქმედებს“ - ლაშა ბერულავა ქართველ ტყვეებზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს ტყვედ. ინფორმაციას ჟურნალისტი, „ოდიშინიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს "საერთაშორისო ლეგიონის" მებრძოლი ორი ქართველი, რომლებსაც ზეწოლით ჩააწერინეს მათთვის სასურველი ჩვენებები და გამოაქვეყნეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის გვერდზე. უკრაინული მხარე ტყვეების გამოსახსნელად (სავარაუდოდ, გასაცვლელად) უკვე მუშაობს, ხოლო ჩვენებები, რომლებიც ზეწოლითაა მიღებული, ბიჭების სამხედრო რეპუტაციაზე არ იმოქმედებს, რადგან მსგავსი "აღიარებები" ოფიციალურადაა ნებადართული, რადგან ყველაფერზე წინ მებრძოლის სიცოცხლე დგას. თავის დროზე, სიცოცხლის გადასარჩენად, ყალბი აღიარების მეთოდს მიმართეს "აზოვის" დატყვევებულმა წევრების ნაწილმაც, თუმცა ამის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ დიდი პატივით დახვდნენ და სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცეს - წერს ლაშა ბერულავა.