„თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ“ - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
წუხელ, ქალაქის თითქმის ყველა უბანში, ავადმყოფი მოხუცებისთვის, ვისაც ქუჩაში სძინავთ, მივუტანეთ თქვენი შეგროვილი თბილი საბნები, ლეიბები და ბალიშები.
არ იცით რამხელა შვებაა ეს ადამიანისთვის, როცა შუაღამეს გაყინულს დააწვენ, გაათბობ საჭმელს აჭმევ და ძილის საშუალებას მისცემ.
ნუ გაუვლით გულგრილად ასეთ ადამიანებს. მიაქციეთ ყურადღება. უბრალოდ ერთი საბანი და თბილი ქურთუკი მიეცით და ნახავთ რა სასწაულის ჩადენა შეგიძლიათ.
ჩვენ თითქმის ყველას ვიცნობთ, მაგრამ თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.
ნუ გადააბიჯებთ დაცემულ ადამიანს, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ - წერს აკა სინჯიკაშვილი.